როგორც პარტიის წევრი ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას - ხატია დეკანოიძე

22 აპრილი 2021, 15:46 1281 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ გოგი წულაიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას ემიჯნება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

„როგორც პარტიის წევრი, ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას“, – დაწერა ხატია დეკანოიძემ.

დღეს რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ პოლიტიკოს გოგი წულაიას მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი მის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობდნენ.

ისინი წულაიას დაპატიმრებას მის მიერ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოხატულ პოზიციას უკავშირებენ.

"ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი, რომ პროკურატურის მოთხოვნითა და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღკვეთის ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე"-წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი