ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ

21 აპრილი 2021, 15:36 1677 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროფესორ ვაჟა ანანიძის სარჩელზე მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარეს ანუ საზღვაო აკადემიას იმ მტკიცებულებების სასამართლოში წარმოდგენა დაევალა, რის საფუძველზეც გაათავისუფლა სასწავლებელმა ყოფილი თანამშრომელი. შუამდგომლობა მტკიცებულებების სასამართლოს დავალების  გზით  წარმოდგენის შესახებ  მოსარჩელე მხარემ დააყენა და განმარტა, რომ  სასწავლების ადმინისტრაცია მტკიცებულებებს სრულად არ აძლევს მათ. ანანიძე  სამსახურში აღდგენას, განაცდურის მიღებას და იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც ის  აკადემიიდან  გაუშვეს. საზღვაო აკადემიის იურისტებს დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ.  ვაჟა ანანძის ინტერესებს საერთაშიროს გამჭვირვალობა საქართველო  იცავს.  საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორი სასწავლებელის ხელმძღანელ პირებს უსამართლო დევნასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.  ვაჟა ანანიძე  განმარტავს, რომ მან  აკადემიის  რექტორი და  სხვა თანაშრომლები სასწავლებელში სამეცნიერო ნაშრომების  პლაგიატობაში ამხილა, რის გამოც ის მიუღებელი აღმოჩნდა ადმინისტრაციისთვის, ასევე თანამშრომლების ნაწილისთვი. პროფესორი  ბათუმის საზღვაო აკადემიამ გასულ წელს გაათავისუფლა და ის სხვადასხვა სახელწიფო უწყებასთან ერთკაციან აქციებს პერიოდულად მართავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი