დაჭრა ბათუმში – სამძებრო სამუშაოები გრძელდება

07 ნოემბერი 2016, 00:00 4493 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში  ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე  სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დადგენილია. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ დაჭრეს. ინცინდენტი რესტორან “ვოქსის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით მამაკაცს ქვედა კიდურებში  ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში, სასწრაფო დახმარების მისვლამდე, ტაქსით გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია, ეჭვმიტანილის დასაკავებლად კი სამძებრო ღონისძიებები ტარდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი