ეპიდვითარება რთულდება, ხვალ მოწვეულია კოვიდსაბჭო, რომელზეც დამატებით რეგულაციებს განვიხილავთ - ეკატერინე ტიკარაძე

20 აპრილი 2021, 15:36 1893 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ინდიკატორები ორი დღეა მიუთითებს, რომ საჭიროა დამატებითი საწოლფონდის მობილიზება.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ჰოსპიტალურ სექტორში ამის მზაობა უკვე არის, თუმცა ამ ეტაპზე საწოლფონდის მობილიზება არ ჩაითვალა საჭიროდ.

"მხოლოდ ორი დღეა, რაც ეს ინდიკატორები მიგვითითებენ იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. სექტორი არის უკვე გაფრთხილებული და მზაობა სექტორის მხრიდანაც არის. დადგენილებაში შევა დამატებითი ცვლილება, რის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ გაფართოებულ საწოლფონდს, რაც ამ კონკრეტული ეპიდვითარებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის არის საჭირო“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე განმარტებით, ხვალ პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდსაბჭო, სადაც განიხილავენ იმ დამატებით რეგულაციებს და ღონისძიებებს, რომელიც იქნება ეფექტური და რომლის გამოყენებაც განხორციელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი