ნავალნი საავადმყოფოში გადაჰყავთ

19 აპრილი 2021, 17:42 956 ნახვა

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი  ვლადიმირის საოლქო საავადმყოფოს სტაციონარულ განყოფილებაში გადაჰყავთ. გადაწყვეტილება  მკურნალმა ექიმებმა მიიღეს. 

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ  უწყებაში აღნიშნავენ, რომ ალექსეი ნავალნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისმა ექიმმა,  განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს. მისი განცხადებით, ნავალნის სისხლის ანალიზის შედეგების თანახმად, კალიუმის დონე იმდენად მაღალია, რომ, შეიძლება, გულის გაჩერება გამოიწვიოს.

ის ასევე ამბობს, რომ გაზრდილია კრეატინინის დონეც, რაც თირკმელების ფუნქციონირების დაქვეითებაზე მიანიშნებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში