კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს - თეა წულუკიანი

16 აპრილი 2021, 10:14 969 ნახვა

კულტურის მინისტრი მსახიობ ბესო ზანგურს მოუწოდებს დროებით დატოვოს თეატრ, ხოლო ნინუცა მაყაშვილმა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. 

''ნინუცა მაყაშვილი მიუხედავად იმისია, რომ იყო მიწვეული საგამოძიებო უწყებაში ის ჯერ კიდევ არ მისულა, იმედი მაქვს, რომ უარს არ აცხადებს. თუნდაც ფიქრობდეს, რომ 11 წლის შემდეგ გვიანია საგამოძიებო უწყებაში სიარული, მინდა ვუთხრა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს'' - ამბობს წულუკიანი. 

რაც შეეხება რობერტ სტურუას თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება.

''შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ორივე მხარემ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ასევე ვგულისხმობ ბესო ზანგურსაც. კარგი იქნება თუ ის დღესვე სასწრაფოდ დატოვებს თეატრს, მე მოწოდების გარდა მეტი არაფრის გაკეთება შემიძლია'' - ამბობს მინისტრი. 

ნინუცა მაყაშვილმა ძალადობის ფაქტების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 11 წლის წინ ყოფილი მეუღლის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი