ნამახვანჰესის აქციაზე ხელისუფლებას უხმობენ

15 აპრილი 2021, 20:08 1071 ნახვა

„გუმათჰესთან“ აღმართული რკინის ბარიკადების აღება და შეხვედრა პრემიერთან ან მის სპეციალურ წარმომადგენელთან დიალოგისთვის - ასეთი იყო დღეს რიონის ხეობაში სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა, სოფელ გუმათთან რამდენიმე მსვლელობა მოაწყვეს, აქციის მონაწილე დაპირისპირებული ჯგუფების ერთმანეთისგან განრიდების მიზნით. ასეთ ჯგუფებს შორისაა ვიდეო ბლოგერი დომენიკ მანგო და მისი მხარდამჭერები და "ქართული მარში".

"რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ძალადობრივ ქმედებებს მკაფიოდ ემიჯნებიან. 

ქუთაისში, პრემიერ-მინისტრს დავალებით, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს, ჰესის მოწინააღმდეგეებთან დიალოგის საკითხზე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი