ბათუმში ხვალიდან ბაგრატიონის ქუჩა დროებით ჩაიკეტება. მიზეზი დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ინფრასტურქტურული სამუშაოების ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან მელიქიშვილის მიმართულებით, 15 აპრილიდან 2 თვის განმავლობაში შეიზღუდება. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება. გადაადგილება შესაძლებელი იქნება გურამიშვილისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებით. კილომეტრნახევრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით შეიცვლება გრუნტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები, გამყოფი ზოლები, ბორდუარები და ფილები. დროებითი შეფერხების გამო ბათუმის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.