დედას, რომელმაც 12 წლის შვილის გაუპატიურება პოლიციას არ შეატყობინა, ბრალი წარედგინა

14 აპრილი 2021, 16:08 1207 ნახვა

არასრულწლოვნის, კონკრეტულად კი 14 წელს  მიუღწეველი გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე, დედას წარედგინა ბრალი, რადგანაც,  პროკურატურის ინფორმაციით, მან  იცოდა  შვილის გაუპატიურების ფაქტი, თუმცა  პოლიციას არ შეატყობინა.  დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ,  შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა,  რომ თითქმის სამი წლის განმავლობაში   მამაკაცი   ძალის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა არასრუწლოვანს, შედეგად 21 ივნისს  მან ბავშვი გააჩინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი