პროექტი- ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ დასრულდა. რაშიც ჩართული იყვნენ თანატოლგანმანათლებლები, რომლებმაც მოიარეს 12 მუნიციპალიტეტის 60 დასახლება, ასევე დისტანციური ურთიერთობების საშუალებით ათასამდე ახალგაზრდას მიაწოდეს ინფორმაცია პროფესიული და უმაღლესი განათლების ახალი შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის მონაწილე ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტის განხორციელება 2018 წლიდან დაიწყო და მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმირება/ცნობიერების ამაღლებაა.