გუმათში "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება იყო

13 აპრილი 2021, 23:29 813 ნახვა

სოფელ გუმათში ცოტა ხნის წინ, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც პოლიცია ტერიტორიაზე კომპანია "ენკას" კუთვნილი ავტომობილების გატარებას ცდილობდა, რისი საშუალებაც აქციის მონაწილეებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, "გუმათჰესთან" აღმართული ბლოკპოსტის მოხსნას და სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან რამდენიმე აქტივისტი გაიყვანეს.

შემთხვევის ადგილას ამ დროისთვის სიშვიდეა. აქციის მონაწილეებმა "გუმათჰესისკენ" გადაინაცვლეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში