,,ქართული ტოტემი’’- ამ სახელწოდებით ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში პერსონალური გამოფენა მოეწყო. ახალგაზრდა კერამიკოსის, ბექა ტაბაღუას სკულპტურული ნამუშევრები პანდემიის პერიოდში დამზადდა და საჯაროდ ავტორმა დღეს პირველად გამოიტანა.
დამთვალიერებლებს მხატვარ-კერამიკოსის, ბექა ტაბაღუას ნამუშევრების ნახვა მუზეუმში 23 აპრილამდე შეეძლებათ. ბექა ტაბაღუას არაერთ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, არის საერთშორისო პროექტების მონაწილეც.