მეორე განახლებულმა სუ-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემონტებული სუ-25-ების აფრენა სატესტო რეჟიმში ყოველ მომდევნო თვეს, ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით მოხდება. უწყებაში აცხადებენ, თვითმფრინავის აღნიშნული მოდიფიკაცია ორმაგი დანიშნულებისაა, რაც იძლევა საბრძოლო და სასწავლო ფრენების განხორციელების შესაძლებლობას.