ეპიდსიტუაცია უარესდება, ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე უკვე სერიოზულია - ამირან გამყრელიძე

13 აპრილი 2021, 14:36 790 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ეპიდსიტუაცია  ქვეყანაში თანდათან უარესდება.

ამირან გამყრელიძის თქმით, ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე უკვე სერიოზულია. აქტიური შემთხვევა თითქმის 8000-ია, მათგან 2 485 უკვე კლინიკებშია.

"სამწუხაროდ გვქონდა 11 გარდაცვალება. გარდაცვალების პროცენტი 1,3% ნარჩუნდება, თუმცა ოდნავ დაიკლო გამოჯანმრთელების პროცენტმა გვქონდა 97%, არის 95%.

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. ეს პროგნოზირებადი იყო, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ მოვუწოდოთ მოსახლეობას და ზედამხედველობის სამსახურებს, რომ იყოს მეტი კონტროლი, რომ არ განმეორდეს ნოემბერ-დეკემბერი და ისევ მოხდეს მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებების გატარება ქვეყანაში.

ჩვენ თუ ვერ შევაკავეთ ეპიდსიტუაცია მომავალში​ საკოორდინაციო საბჭოს მოუწევს რეგულაციების გადახედვა"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში