სასამართლომ დღეს 3 აპრილს ადმინისტრაციული წესით კიდევ ერთი დაკავებულის „გირჩის“ წევრის ირაკლი კუკანიას საქმეზეც იმსჯელა. იგი დაკავების შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მას გამოძიება ხულიგნობასა და სამართალდამცავების მხრიდან კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. სასამართლოს დღეს მტკიცებულებებიც გადაეცა.
ირაკლი კუკანია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. იგი დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს, რაც მისი განცხადებით, სამედიცინო დასკვნით და ვიდეოჩანაწერებითაც დასტურდება. მას ჩაუტარდა ექსპერტიზაც.
პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას სწავლობს გენინსპექცია. მოწმის სახით დაიკითხა ოქმის შემდგენი პოლიციელი. მისი განმარტებით, დაკავებამდე სავარაუდოდ კანონდამრღვევი დემონტსრაციულად არღვევდა წესრიგს. თქვა, რომ პოლოციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა, თუმცა მოწმე სამართალდამცავმა ვერ გაიხსენა კონკრეტულად რა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა კუკანია პოლიციელებს.
ასევე ბრალმდებელის განცხადებით, არ ახსოვს, ჩართული ჰქონდათ თუ არა სამხრე კამერები პოლოციელებს აქციის მონაწილეების დაკავების დროს.
სასამართლომ დღეს სხვა მოწმეებსაც მოუსმინა. პროცესი ორშაბათს განახლდება და სავარაუდოდ მოსამართლე გადაწყვეტილებასაც გამოცხადებს.