ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალურმა მდივანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო. ხვალ კიევის მოთხოვნით ბრიუსელში უკრაინა-ნატოს კომიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ხვალვე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში პენტაგონის მეთაური ლოიდ ოსტინი ჩადის.
ოსტინი ნატოს გენერალურ მდივანთან და ალიანსის მოკავშირეებთან ერთად უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასწვრივ დაძაბულობაზე, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ქმედით გზებზე იმსჯელებს.