დინამო ბთ 2:0 სამგურალი

12 აპრილი 2021, 17:41 921 ნახვა

საქართველოს ჩემპიონატის მე-8 ტურში დინამო ბათუმმა წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩი გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. შეხვედრა ბათუმელთა აქტიური შეტევებით დაიწყო და მეხუთე წუთზე  გეგუჩაძის გუნდი ჯიღაურის პასით ფანცულაიამ დააწინაურა.  

მე-2 ტაიმში ბათუმელებმა პირველივე სახიფათო იერიში გოლად აქციეს. მარცხენა ფლანგზე გიორგი ფანცულაიამ იაქტიურა და მისი გადაცემით გიორგი ნიქაბაძემ სამგურალს მეორე გოლი გაუტანა.

რვა ტურის შემდეგ დინამო ბათუმი სატურნირო ცხრილში 18 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ერთი ქულით ჩამორჩება თბილისის დინამოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში