ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოითხოვა

12 აპრილი 2021, 15:45 777 ნახვა

ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოითხოვა. მას განცხადება იუსტიციის სამინისტროში უკვე შეტანილი აქვს.

ამის შესახებ ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟანიშვილმაც დაადასტურა.

მისივე განმარტებით, ადეიშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, შესაბამისად, მიმართვა კონსტიტუციის და კანონმდებლობიდან გამომდინარე აუცილებელი იყო.

"მასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ არც ერთი ევროპული ქვეყანა ან საერთაშორისო ინსტიტუცია არ აღიარებს მის წინაშე წაყენებულ ბრალდებებს მართლმსაჯულების მხრიდან. ამავდროულად, მას, ამ დროის განმავლობაში მიღებული აქვს უკრაინის მოქალაქეობა, შესაბამისად, ეს მიმართვა კონსტიტუციის და კანონმდებლობიდან გამომდინარე აუცილებელი იყო. საქართველოს მთავრობას ისღა დარჩენია, რომ ცნობად მიიღოს მისი განცხადება და შეუწყვიტოს საქართველოს მოქალაქეობა," - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა. 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ საკითხის განხილვა უკვე დაწყებულია და კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე მაისში დასრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი