გარდაცვლილი ექთნის საქმე

12 აპრილი 2021, 12:28 703 ნახვა

გარდაცვლილი 27 წლის ექთნის  საქმე - ოჯახის  ადვოკატები  საქმის  ახალ მასალებს  ელოდებიან.  საუბარია ვიდეო ჩანაწერებზე და ასევე  ვაქცინის ფლაკონზე, რომლითაც  მეგი  ბაქრაძე   აცრეს.  გარდა ამისა ადვოკატების განმარტებით, მნიშვნელოვან როლს საგამოძიებო ექსპერიმეტი შეასრულებს, რომლის ფარგლებშიც 18 მარტის  მოვლენები სრული სიზუსტით აღდგება  და მასში შემთხვევის დროს იქ მყოფი ყველა პირი ჩაერთვება.ექთანი 19 მარტს გარდაიცვალა, მისი მდგომარეობა კოვიდ საწინააღმდეგო  აცრის  გაკეთების შემდეგ დამძიმდა. გამოძიება  გაუფრთხილებლობით სხვისი სიცოცხლის მოსპობის მუხლით ამ დრომდე გრძელდება ასევე ცრუ ჩვენების მუხლით ბრალი ორ ექიმსა და ერთ ექთანს აქვს წარდგენილი. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში