ნამოხვანში სამართალდამცველებმა კარვების დაშალეს - ნამახვან ჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, თუმცა პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. პოლიცია მიზეზად უსაფრთხოებას ასახელებს.
უწყების განცხადებით, რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება. მოსალოდნელია წყლის დონის მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, უწყებამ გადაწყვიტა საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.პროტესტის მონაწილეების თქმით მათ უწყების არგუმენტაციის არ სჯერათ, მაგრამ წინააღმდეგობას მათ არ გაუწევენ.. რაც შეეხება რიონში დაკარგულ მამაკაცს, მას მაშველები ამ დრომდე ეძებენ.