ენგურის გადმოლახვის დროს დაღუპული ცოლ-ქმარი ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენეს

09 აპრილი 2021, 18:01 935 ნახვა

მშობლიურ სოფელში გადაასვენეს  ცოლ-ქმარი, რომლებიც  მდინარე ენგურის გადმოცურვის დროს დაიღუპნენ. გარდაცვლილები ენგურის ხიდამდე მიაცილეს ზუგდიდში მცხოვრებმა ნათესავებმა.  

თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანმა მოახერხა გადასვლა ენგურის ხიდს მიღმა, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე.

მაყვალა გამისონიასთან  და ელგუჯა გვილავასთან  ერთად  კიდევ ორი მოქალაქე დაიღუპა, რომლებიც  7 აპრილს, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გადმოცურვით ცდილობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში