რა მიზნით შეიჭრა მოქალაქე დანით ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენციაში? - ამას შსს დადგენს.
უწყებამ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენციაში დანით შეიარაღებული მამაკაცი გუშინ შეიჭრა.
ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, მას ქუჩიდან პოლიციელი შეჰყვა, სტიქაროსანის დახმარებით კი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს.