რეზი დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა

08 აპრილი 2021, 19:54 1098 ნახვა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე 89 კგ. წონით კატეგორიაში რევაზ დავითაძემ 3 მედალი მოიპოვა.

დავითაძემ საქართველოს ნაკრებს 1 ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოუტანა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 166 და 171 კგ დააფიქსირა, მესამე ცდაზე 176 კგ ვერ დაძლია, რის შედეგადაც ამ დისციპლინაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აკვრაში რეზიმ 200 და 203 კგ დაძლია, მაგრამ 205 კგ ვერ ასწია, მიუხედავად ამისა ამ დისციპლინაში დავითაძემ ყველაზე მაღალი წონა დააფიქსირა და ოქროს მედლის მფლობელიც გახდა.

რაც შეეხება ორჭიდის ჯამს რევაზ დავითაძემ 374 კილოგრამს მოუყარა თავი და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ქართველი ორჭიდის ჯამში გამარჯვებულ კარენ ავაღიანს მხოლოდ 1 კილოგრამით ჩამორჩა.

მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე აქამდე შოთა მიშველიძემ ორი ვერცხლი და გოგა ჩხეიძემ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 6 ქართველი ძალოსანი იასპარეზებს.

9 აპრილი 09:30 სთ 81 კგ. - ნათია გადელია 9 აპრილი 20:53 სთ 96 კგ. - ანტონ პლესნოი 10 აპრილი 11:53 სთ 102 კგ. - ირაკლი ჩხეიძე 10 აპრილი 20:53 სთ 87 კგ. - ანასტასია გოტფრიდი 11 აპრილი 16:53 სთ +109 კგ. ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე,

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი