ტყვიაშემცველი საღებავების იმპორტი იკრძალება

08 აპრილი 2021, 20:04 1288 ნახვა

ბავშვებსა და ორსულებში სისხლში ტყვიის შემცველობის  კვლევის შემდეგ, სპეციალისტები ნივთების, საღებავები, სათამაშოებისა და  გარემოს  შესწავლას იწყებენ. თუმცა მანამდე, ახალი კვლევის დაწყებამდე,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი,  სპეციალისტებს ატრეინინგებს- კვლევის  მიზანი  წყაროს დადგენაა.

ტყვიის ძირითადი წყაროები შეიძლება იყოს, სათამაშოები, სანელებლები, კოსმეტიკა, პარფიუმერია, სამშენებლო მასალები. სათამაშოების ნაწილში, მოქალაქეები განმარტავენ, რომ სათამაშოების  წარმოების მიხედვით არჩევენ, უპირატესობას კი ევროპულს ანიჭებენ.

გასული წლის ბოლოს აჭარაში 1000-ზე  მეტი ორსული გამოიკვლიეს, როგორც სპეციალისტები განმარტავენ ტყვიის შემცველობა სისხლში 10 მკგ და უფრო მეტი იყო, რის საფუძველზე ამბობენ, რომ რეგიონში ამ მხრივ სიტუაცია საყურადღებოა. 

მიმდინარე წელს კი სამიზნე ჯგუფის მიხედვით,  1500 ორსული და მეძუძური დედა უნდა გამოიკვლიონ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი