უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი-ევროკავშირის განცხადება

08 აპრილი 2021, 13:12 912 ნახვა

,,უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დახვეწა საქართველოსთვის  ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობაა“  -ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  ევროკავშირი პარლამენტის მიერ  პირველ აპრილს მიღებულ  საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება და  შეშფოთებას გამოთქვამს, იმის გამო, რომ ვენეციის კომისიისთვის დროული თხოვნის ან მისი საბოლოო მოსაზრებისთვის მოცდის გარეშე შეიტანეს ცვლილებები  კანონმდებლობაში.  ამიტომ, ევროკავშირი დაჟინებით ურჩევს საქართველოს, უმოკლეს დროში მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება მიღებული ცვლილებები კომისიის წინა რეკომენდაციებს. ახალი საკანონმდებლო წესები კი ვენეციის კომისიის დასტურის შემთხვევაში, კონკურსის ყველა მონაწილეზე თანასწორად უნდა გავრცელდეს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში