საპატრიარქოსთან მრევლის ნაწილი აქციას მართავს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ამ ფორმით პატრიარქს იცავენ ეკლესიის ამბოხებული ნაწილისგან.
მათვე განცხადებით, იმ შემთვევაში თუ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მხარდამჭერები საპატრიარქოსთან მივა, ისინი მათ დაუპირისპირდებიან.
პარალელურად საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრების თათბირი მიმდინარეობს.
დღეს საპატრიარქოსთან დასჯილი სასულიერო პირების აქციაც იყო დაანონსებული.