კინოთეატრები მუშაობას დღეიდან განაახლებენ

08 აპრილი 2021, 10:05 159 ნახვა

დღეიდან, 8 აპრილიდან კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ.

მათ მაყურებლების მიღება რეგულაციების დაცვით შეეძლებათ.

ინფექციის გავრცელების პრევენცის მიზნით დარბაზებში მაყურებლების მხოლოდ 50%-ის დასწრებაა დასაშვები. ყველა სტუმარი გაივლის თერმოსკრინინგს და აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

კინოთეატრები, პანდემიის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში  დახურული იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში