ბასილაშვილი იტალიური ტურნირის მეოთხედფინალშია

07 აპრილი 2021, 20:28 1229 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე ATP-ის 250 ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. 

ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში სლოვაკ იოზეფ კოვალიკის დაუპირისპირდა და დაძაბულ სამ სეტში 4:6, 6:4, 7:5 მოუგო.

ბასილაშვილისა და კოვალკის დაძაბული შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა. მეოთხედფინალში ნიკოლოზი 30 წლის გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს შეხვდება, რომელიც ტურნირზე მეხუთე ნომრად არის განთესილი.

ამ დროისთვის ქართველი მსოფლიო რეიტინგში 37-ე ადგილზეა, გერმანელი ჩოგბურთი კი კლასიფიკაციაში 41-ე პოზიციას იკავებს.

ბასილაშვილისა და შტრუფის მატჩი 9 აპრილს 13:00 საათზეა ჩანიშნული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში