კეთილდღეობის ინდექსი

04 ნოემბერი 2016, 00:00 3054 ნახვა

კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 149 ქვეყანას შორის 84-ე ადგილს იკავებს. შესაბამისი ანგარიში ბრიტანულმა ორგანიზაციამ "ლიჯეთამ ინსთითიუთ"-მა გამოაქვეყნა, რომელიც აღნიშნულ რეიტინგს 2006 წლიდან ყოველწლიურად ადგენს. 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით მსოფლიოში მე-80 ადგილს იკავებდა.რეიტინგის შედგენისას ინსტიტუტი ითვალისწინებს 100-ზე მეტ ფაქტორს, მათ შორის შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე, უმუშევრობის დონეს, განათლებას, ბიზნეს-გარემოს, სახელმწიფო მართვას, ჯანდაცვას, ადამიანის უფლებებს, ასევე ისეთ მაჩვენებლებს როგორიცაა მობილური ტელეფონების რაოდნეობა ერთ სულ მოსახლეზე, ბავშვთა სიკვდილიანობის დონე, და სხვა ფაქტორები. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ყველაზე კარგი მაჩვნებელი განათლებისა და სახელმწიფო მართვის ინდექსში აქვს - ამ მაჩვენებლების მიხედვით ქვეყანა 54-ე ადგილს იკავებს. ყველაზე რთული მდგომარეობა კი სოციალური კაპიტალის ინდექსის მხრივაა.

ამავე კატეგორიაში