სასამართლომ ბულვარში ამბასადორის მშენებლობა არ შეაჩერა

06 აპრილი 2021, 18:05 872 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ  არ დააკმაყოფილა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“  და “საზოგადოება ბათომის” მოთხოვნა ამბასადორის მშენებლობის შეჩერების შესახებ. ''ბათომის'' ინტერესების დამცველი  „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ამ გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.   “ამბასადორი ბათუმის“ ტერიტორიაზე უკვე მე-9 სართულის მშენებლობა მიმდინარეობს.

ორგანიზაციის ინფორმაციით,  ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა, რომ მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებაზე უარის თქმით შეუქცევადი ზიანი ადგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის მნიშვნელობა და ღირებულება ქალაქისთვის შეუფასებელია.

სასამართლო განჩინებაში  არ არის მოცემული არგუმენტები და დასაბუთება, თუ რატომ იქნა მიჩნეული, რომ არ არსებობს სადავო აქტების შეჩერების საფუძველი. -აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში