ქართველ მწერალ გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ, მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში მწერლის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. გურამ დოჩანაშვილის ცხედარი სამების ტაძარში გუშინ დაასვენეს. მწერალს, მისივე სურვილით, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ. ქართველი კლასიკოსი საავადმყოფოში 2 აპრილს გადაიყვანეს მისი მდგომარეობა მძიმე იყო და 3 აპრილს იგი გარდაიცვალა. გენიალური მწერლის ნაწარმოები მრავალ ენაზეა ნათარგმნი და მას უკანასკნელ კლასიკოსად მიიჩნევენ.