ბათუმის N16 სკოლის ადგილზე ახალი, 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება - თორნიკე რიჟვაძე

05 აპრილი 2021, 15:00 2583 ნახვა

ბათუმის #16 საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსწავლეთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, დროებით, სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში გაგრძელებასთან დაკავშირებით.

სკოლის შენობის მდგომარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის განათლების მინისტრთან და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ადგილზე გაეცნო.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის N16 სკოლის ადგილზე ახალი სკოლა აშენდება, უახლოეს პერიოდში დაიწყება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო შესაბამისი პროცედურები.

,,ბათუმის N16 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასწავლო პროცესი გადასულიყო დისტანციურ რეჟიმზე. სკოლა არის ავარიულ მდგომარეობაში. ბათუმის მეთექვსმეტე სკოლის ადგილზე ახალი, 1000 მოსწავლეზე გათვლილი, სკოლა აშენდება. გაიცა შესაბამისი დავალებები, რომ უწყებებმა მათ შორის აჭარის განათლების სამინისტრომ უახლოეს პერიოდში უზრუნველყოს როგორც საპროექტო, ისე სამშენებლო სამუშაოების დაწყება”- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ბათუმში ამ ეტაპზე მიმდინარეობს N6 სკოლის დამატებითი კორპუსის და ქ.ბათუმის N23 საჯარო სკოლის მშენებლობა. მიმდინარე წელს დაიწყება ბათუმის N15 საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი