განათლების სამინისტროს ინფორმაციით - სრულ დისტანციურ სწავლებაზე 37 სკოლა და 117 კლასი იმყოფება - სკოლებში ვირუსის შიდა გავრცელების შემთხვევები კი არ ფიქსირდება. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მცირედით არის გაზრდილი რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს სკოლის ადმინისტრაციას და შეღავათი გაეწიათ.
აცხადებენ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიგიენური წესების ზედმიწევნით დაცვასთან დაკავშირებით კონტროლი უფრო მეტად გამკაცრდება.