ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი აშშ დოლართან მიმართებით 3.4%-ით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ უტოპიაა, ინტერვენციებით ებრძოლო ლარის გაუფასურების ფუნდამენტურ ფაქტორებს.
სწორედ ლარის გაუფასურებას უკავშირებენ მოქალაქეები პროდუქტებზე მომატებულ ფასებს, რაც მათთვის საბანკო ვალდებულებებთან ერთად დიდი ტვირთია.