პრემიერთან შეხვედრაზე ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ - ბიზნესის წარმომდგენლები

31 მარტი 2021, 16:07 604 ნახვა

საუბარი გვქონდა საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, განათლების სფეროს, ბიზნესისთვის აუცილებელ ცვლილებებს, სოფლის მეურნეობას და ამ ინდუსტრიის განვითარების საკითხებს. "ჩვენგან დაისვა კითხვები და პასუხი იყო, რომ მთავრობა საკითხზე ფიქრობს და ეროვნულ ბანკთან ერთად  მოკლე პერიოდში ჩაინიშნება კიდევ ერთი შეხვედრა“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ბიზნესასოციაციის წევრი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ბიზნესისა და მთავრობის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. მისივე განმარტებით შეხვედრის უპირველესი თემა ლარის კურსი, სასამართლო პრობლემატიკა და კაპიტალური ბაზრების განვითარების საკითხი იყო.

ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ ეკონომიკა კრიზისშია და გადაწყვეტილებები სწრაფადაა მისაღები. ,,მონდომებულები ვარ გაიმართოს იმდენი შეხვედრა, რამდენიც საჭიროა რომ ბიზნესი ფეხზე დადგეს''-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში