"ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ არცერთ პუნქტს ამ დოკუმენტში არ ეთანხმებოდა - გიორგი ვაშაძე

31 მარტი 2021, 02:24 1001 ნახვა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ არც ერთ პუნქტს ამ დოკუმენტში არ ეთანხმებოდა, მათ შორის არ ეთანხმებოდა ცესკო-ს ცვლილებებს, რომელიც არის გამოქვეყნებული და საარჩევნო კომისიის ცვლილებებს, მათ შორის არ ეთანხმებოდა პროკურორის დანიშვნის ახალ წესს, არ ეთანხმებოდა ძალაუფლების განაწილების ნაწილს.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ“ დღეს გადაწყვიტა, რომ ორიდან ერთი ადამიანი მძევლად დაიტოვოს.

"შარლ მიშელთან გაცემულ თავისივე პირობაზე თქვას უარი და არანაირი ჩანაწერი არ გაკეთდა ამ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მათ გადაწყვიტეს, რომ ფარსად აქციონ საარჩევნო რეფორმა. ზედაპირულად წარმოგვიდგინონ სასამართლო რეფორმა და უბრალოდ მოგვცენ რაღაც თანამდებობები პარლამენტში და ამით ეგონათ, რომ ვინმე ოპოზიციიდან დათანხმდებოდა" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი