საკოორდინაციო საბჭო

30 მარტი 2021, 15:39 804 ნახვა

კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მედიკოსებს  და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებსაც შეეძლებათ. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ  ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და შესაძლოა სავალალო შედეგამდე მივიდეთ-განაცხადა.  მისი თქმით, გამოვლენილი მაჩვენებელი საყურადღებოა, და  უნდა გამკაცრდეს ზედამხედველობა და აღსრულებაზე კონტროლი. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ არ უნდა  განმეორდეს იგივე, რაც იყო ნოემბერ- დეკემბერში. იგი მოუწოდებს მოსახლეობას  დაიცვან  დისტანცია,  დიდ თავშეყრებისგან თავი შეიკავონ და  ყველა  აიცრას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი