ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და შემდეგ მერიის შენობა დატოვა. იგი ამბობს, რომ პლაჟების გადაცემა დაუშვებელია, რადგან ის ფასიანი გახდება და რიგითი მოქალაქეები მის სარგებლობას ვერ შეძლებენ.
'' შეუძლებელია იქ რიგითი მოქალაქე შევიდეს. მაქვს შესაძლებლობა მაგრამ თავს ვერ ვაძლევ უფლებას ჩემ შვილებს 40 და 50 ლარი პლაჟზე შესვლაში გადავახდევინო, ხალხს პურის ფული არ ააქვს... მე არ ვარ ოპოზიცია'' - განაცხადა ჯინჭარაძემ.
სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანია „ბათუმი თაუერი“ ბულვარის გასწვრივ, 3 500-მდე კვ.მ. ტერიტორიას გრძელვადიანი იჯარით ითხოვს. განკარგულების პროექტის მიხედვით, ყოველი წლის 4 თვის საიჯარო ქირის სახით, კომპანიამ 80 ათასამდე ლარი უნდა გადაიხადოს.
დღეს საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ საკითხზე უნდა იმსჯელონ.