საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა

29 მარტი 2021, 11:54 707 ნახვა

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა. ჩვენმა გუნდმა ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი გოლით ესპანეთს პირველი ნახევარი 1-0 მოუგეო, თუმცა მეორე ნახევარში მეტოქემ 2 გოლის გატანა შეძლო. გადამწყვეტი გოლი ოლმომ მსაჯის მიერ დამატებულ დროში შორეული დარტყმით გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრები შესარჩევი ეტაპის სტარტზე მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში