საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება  

28 მარტი 2021, 12:00 847 ნახვა

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება.  2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩი, რომელიც ასევე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, 15:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე დაიწყება და მას გულშემატკივართა მესამედი დაესწრება.

წინა თამაშთან შედარებით, რომელშიც ბორჯღალოსნებმა 20 მარტს რუსეთს, კალინინგრადში ბონუსით – 23:6  სძლიეს, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის განვლილი 3 ტურის შემდეგ  საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს 14 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი