ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 31 მარტს სრულდება

28 მარტი 2021, 12:08 748 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 31 მარტს სრულდება. აბიტურიენტებს სასურველი სასწავლებლის შესარჩევად  3 დღე რჩებათ. რეგისტრაცია მიმდინარეობს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდებსა და მასწავლებელთა საგნობრივი და კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე.

ძირითადი რეგისტრაციის შემდეგ აბიტურიენტებს მხოლოდ საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა შეუძლიათ, რისთვისაც ვადა 15 აპრილამდე აქვთ.

საგანმანათლებლო პროგრამების  ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე არის შესაძლებელი. ამ დროისთვის, 20 ათასზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში