გურჯაანში მომხდარი მკვლელობის საქმე

28 მარტი 2021, 12:20 1010 ნახვა

გურჯაანში სოფელ ჩუმლაყში  ერთი ადამიანის მკვლელობისა და სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ორივე ბრალდებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

განზრახ მკვლელობის და სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს.ორივე ბრალდებული თავს ნაწილობრივ დამნაშავედ სცნობს.აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თელავის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში