დღეს საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს

28 მარტი 2021, 10:35 1482 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე "დინამო არენაზე" დაიწყება.

პირველი ტურის შემდეგ მასპინძელ საქართველოს 0 ქულა აქვს, შვედეთთან მარცხის შემდეგ, ხოლო ესპანელებმა პირველ ტურში მოულოდნელად შინ საბერძნეთთან ფრედ 1:1 ითამაშეს და 1 ქულა აქვთ.

რეგულაციების თანახმად ტრიბუნაზე სტადიონის ტევადობის 30% შეივსება. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის განცხადებით ხვიჩა კვარაცხელია დღევანდელი შეხვედრისთვის მზად არის. გიორგი მიქაუტაძე კი კუნთის ტრამვის გამო ნაკრებს უახლეს მატჩებში ვერ დაეხმარება.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემაც. ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა რომ მოლოდინი აქვს საქართველოს ნაკრები იოლად არაფერს დათმობს. ლუის ენრიკემ გაიხსენა რომ ამ სტადიონთან კარგი მოგონებები აკავშირებს, როდესაც "ბარსელონას" სუპერთასი მოაგებინა.

კომენდანტის საათის დროს ბილეთების მფლობელები 01:00 საათამდე შეძლებენ გადაადგილებას. გახანგრძლივებული გრაფიკით იმუშავებს თბილისის მეტრო და მუნიციპალური ტრანსპორტი.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 20:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში