ბათუმში, შარტავს ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, მეორე კი კლინიკა ''ბრაზერსში''.

შემთხვევის ადგილას მედიკოსების კიდევ ერთი ბრიგადა იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
