ენმ კვლავ დარღვევებზე საუბრობს

02 ნოემბერი 2016, 00:00 3822 ნახვა

გია აბულაძე არჩევნების მეორე ტურზე ახლადგამოვლენილი დარღვევების შესახებ საუბრობს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის მტკიცებით, ბათუმის ოლქის მეთექვსმეტე უბანზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და მითითებებს იძლეოდნენ. მეასე უბანზე კი კენჭისყრის მიმდინარეობისას საჯარო მოხელის, კერძოდ კი გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელის, თემურ ქიძინიძის ყოფნა დაფიქსირდა. აბულაძემ დარღვევების დასადასტურებლად ვიდეოჩანაწერებიც წარმოადგინა. განცხადებებს უსაფუძვლო უწოდეს ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის იურისტის სულიკო შვენთიძის განმარტებით, მეთექვსმეტე უბანზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მართლაც იმყოფებოდნენ, თუმცა მხოლოდ ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით. გია აბულაძის განცხადებას გამოეხმაურა გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელიც.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში