სტიქია ალაბამას შტატში და ავსტრალიაში

26 მარტი 2021, 12:38 911 ნახვა

ტორნადოს შეერთებულ შტატებში 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ალაბამის შტატში სტიქია რამდენჯერმე დაფიქსირდა, დაინგრა საცხოვრებელი სახლები, წაიქცა ხეები და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ათობით ათას აბონენტს. სტიქიის ზონაში მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. 2 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად ავსტრალიაში. ახალი სამხრეთ უელსის შტატში რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს. სტიქიის შედეგად დაიტბორა ქალაქები, განხორციელდა ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში