ადვოკატის ინფორმაციით, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

25 მარტი 2021, 12:34 818 ნახვა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციას ნავალნის ადვოკატი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, წინა დღით პოლიტიკოსს ფეხი გაუჩერდა, მანამდე კი, მისივე ცნობით, ნავალნის დიდხანს სტკიოდა ზურგი. ნავალნის თანამებრძოლი ლეონიდ ვოლკოვი ვარაუდობს, რომ პოლიტიკოსი, შესაძლოა, ციხის საავადმყოფოში იყოს და ციხის ადმინისტრაციას ამ ფაქტის დამალვა სურს. ალექსეი ნავალნი ქალაქ პაკროვის ნომერ მეორე კოლონიაშია მოთავსებული, სადაც ის 15 მარტიდან გადაიყვანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში