ჟენევის მოლაპარაკებები იწყება

25 მარტი 2021, 11:52 1246 ნახვა

შვეიცარიაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები შეიკრიბებიან. 52-ე რაუნდში მონაწილეობის მისაღებად ქართული მხარე ჟენევაში უკვე გაემგზავრა. ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმართულ დისკუსიაზე ყურადღება გამახვილდება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, რაც პანდემიის ფონზეც კი არ შეწყვეტილა, ასევე უკანონო ბორდერიზაციის პროცესსა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხარე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მოითხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი