ქობულეთის ბაღების გაერთიანების ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყება დროებით დაიხურა.
ინფიცირებულები არიან ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, იურისტი, ბუღალტერი და მეთოდისტი. ისინი იზოლაციაში იმყოფებიან. ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულთა ნაწილს კვლევები დღეს ჩაუტარდათ.