აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის მანდატების შეჩერების საკითხზე იმსჯელეს 

24 მარტი 2021, 16:36 850 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეჩერების საკითხს განიხილავს. ექვსმა დეპუტატმა სტატუსის შეჩერების განცხადებით  საკანონმდებლო ორგანოს დეკემბერში მიმართა.

კომიტეტმა მათთვის მანდატების შეჩერების იურიდიული პროცედურა საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ დაიწყო.

იურიდიულმა კომიტეტმა გია აბულაძის, ლევან ანთაძის, მედეა ვასაძის, ელგუჯა ბაგრატიონის, გიორგი კირთაძისა და მამული სურმანიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

დეპუტატების თქმით, ეს არის სამართლებრივი გადაწყვეტილება, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კი ოპონენტებისთვის მანდატის შეჩერებაზე უკვე სხდომაზე მიიღებენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი